daculia koleqciaSi - lekuri yurZeni
ლეკური ყურძენი - (ინგ. Lekuri Kurdzeni) (რუს. Лекури курдзени)
სინონიმი: თავკვერი დიდმარცვალა, ლაკ. წარმოშობა: კახეთი.
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი სამი ფოთოლი დაფარულია ქეჩისებური შებუსვით, ბაცი ვარდისფერი არშიით ნაპირებზე.
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან სუსტად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, იშვიათად თაღისებური ან ისრისებური, მახვილი ფუძით. კბილები სამკუთხედისებური და ხერხისებურია, ცალმხარეს ამოზნექილი გვერდით. პატარა და დიდი ზომის კბილები არათანაბრად მონაცვლეობენ. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებურ-ჯაგრისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ან დიდი ზომის, ფართო კონუსური, დატოტვილი, ხშირად უფორმო, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური და კონუსური, კუმსი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 250-300 გ.
მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის,საშუალო სიდიდის, მომრგვალო, იშვიათად მცირედ ოვალური, ცვილის სქელი ფენით დაფარული. კანი უხეში და მკვრივი. რბილობი ხორციანია, ჩვეულებრივი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-20%, მჟავიანობა 7,5-8,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,8-8,5 ტ/ჰა.
პროდუქციის ტიპი: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის ღვინო დაბალექსტრაქტული, სუსტად შეფერილი.
დამატებითი ინფორმაცია: ლეკურ ყურძენს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. შედარებით გამძლეა გვალვისა და ზამთრის ყინვების მიმართ. სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით არ გამოირჩევა.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია კოლექციაში.
წყარო: ცერცვაძე ნ.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე.